- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოების” ფარგლებში ღონისძიებებს აბაშის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საბავშვო ატრაქციები, სამზარეულოს მასტერკლასები, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საღამო ჯგუფ “შერეკილებისა” და „Corpa Fellas“-ის კონცერტით დასრულდა.