- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აბაშაში, 4 იანვარს, 14:00 საათზე საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას სახელობის სკვერში. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 20 დეკემბერს ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
• 14:00 – ორკესტრის მსვლელობა
• 14:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
• 14:00-20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები; სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 14:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
• 16:00-17:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 17:00-18:00 – მოსიარულე ორკესტრის შოუ
• 18:00 – 19:00 – ჯგუფი ‘’ურსა“
• 19:00 – საზეიმო ფოიერვერკი