- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 150 ბავშვზე გათვლილ ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის შენობას, 75 ბავშვზე გათვლილ მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღებს.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 413 000 ლარით დაფინანსდება.
სამუშაოები კოსმეტიკურ და ტექნიკურ რემონტს ითვალისწინებს, ასევე, პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, დამონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები, ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 150 ბავშვზე გათვლილ ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის შენობას, 75 ბავშვზე გათვლილ მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღებს.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 413 000 ლარით დაფინანსდება.
სამუშაოები კოსმეტიკურ და ტექნიკურ რემონტს ითვალისწინებს, ასევე, პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, დამონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები, ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ.