აბაშაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 46 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები 15 აგვისტოდან დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სოფელ ნაესაკოვოსა და გამოღმა კოდორში, გაღმა ზანათში სოფლის სასაფლაოების შემოღობვა მიმდინარეობს.

გზები იხრეშება მარანსა და გამოღმა კოდორში.

ნორიოში მდ. ცუდღარზე, რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სოფელ საგვაზაოს ცენტრში სკვერი ეწყობა.

სოფელ ქოლობნის ცენტრში ჭაბურღილის ამოწმენდა და მიმდებარე ტერიტორიის ბეტონით მოპირკეთება და მილ-ხიდის მოწყობა მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის პრიორიტეტები, მოსახლეობამ თავად განსაზღვრა.

+5