- აბაშის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისაგან იწმინდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, განსაკუთრებული პრობლემა იყო შექმნილი მარანი-ქოლობნის მონაკვეთზე, სადაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა, სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურის ტექნიკა.
ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.