- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს.
აბაშის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლის სკოლის 19 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანი კურსადმთავრებული ჰყავს.
„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ სამკერდე ნიშანი გადაეცა სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ დოდო გაბელაიას. დამსახურებული ჯილდო მას მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაეცა.