- აბაშის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა.
აბაშის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ჩატარდა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და მერიის სხვადასხვა სამსახურის, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა.
დასუფთავების აქციას შეუერთდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ საგანმანათლებლო პროექტის, ,,მოხალისე წყლის ადვოკატების’’ მოხალისე ლიდერი, ელენე ზანთარაია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარეების ნაპირები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არტეზიული ჭების მიმდებარე ტერიტორიები.
ინფორმაციისთვის; წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ წელს აღინიშნება.
ღონისძიება მიზნად ისახავს უსაფრთხო წყლის მნიშვნელობისა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.