- ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ერთი ვერცხლი და ორი ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, 81 კილოგრამის ატაცში ლევან ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ლევანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე დადგა ორჭიდში დაგროვილი 322 კილოგრამითაც.