- სპორტსკოლის დარბაზში, აბაშის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჭადრაკში საფინალო ტურნირი გაიმართა.
სამ დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 12 წლამდე და 18 წლამდე, 98 მოსწავლე მონაწილეობდა საჭადრაკო თამაშებში.
დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, რომლებიც თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
საფინალო საჭადრაკო ტურნირს ესწრებოდნენ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
საჭადრაკო ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება, სპორტული აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.