- დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მოადგილე, გიგა ჯვარელია.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს წევრის, ზურაბ შუბლაძის ხსოვნას. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გოგა ქოიავამ გახსნა.
სხდომაზე ცნობილ იქნა ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება, ამით უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით 18 ხმით არჩეულ იქნა, ლევან მაკალათია. ასევე სხდომაზე არჩეულ იქნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გელა ხოშტარია და მოადგილეები: ზეზვა მაკალათია და დავით გუნია.