- აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 3 კილომეტრამდე გზა. მნიშვნელოვანია, რომ გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და გზაზე არსებული ხიდე-ბოგირები.
აღნიშნულ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი არასოდეს ყოფილა, რაც მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 582 362 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ახორციელებს სს „არქეოპოლისი“.