- ასფალტო-ბეტონის საფარის ფენა პირველად დაიგო ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბოკუჩაოს N2 და N3 ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებში, უგზოობის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას, ტერიტორიაზე რთული იყო გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, ავტომობილებისთვისაც. ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ გზის მოწყობის საკითხი გადაჭრა.
ასევე, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო მარანჭალაში N9, N5 და N3 ქუჩებზე. დასრულების ეტაპზეა ქ. აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით.
ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება ჯამში 10-კმ-მდე გზაზე.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
გასულ წელს აბაშის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები 22 კმ-მდე გზაზე განხორციელდა.
მიმდინარე წელს კვლავ აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რისთვისაც 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, დაგეგმილია 26 კმ-მდე გზის მშენებლობა.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალტეტის მერია ავრცელებს