- აბაშის მუნიციპალიტეტში, დავით კაჭარავას ქუჩაზე, ამავე ქუჩის პირველ და მეორე ჩიხებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დავით კაჭარავას ქუჩაზე, პირველ და მეორე ჩიხებში, ჯამში 3500 მეტრზე, ტროტუარების განათების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი პრობლემა მოგვარდება.
ასევე წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრა N102, N141 და N157 საცხოვრებელ კორპუსებთან, სადაც რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და ცხაურები მოეწყო.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.