- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში N14 და N12 გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 19 კმ-მდე გზას.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.