- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება დაიწყო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამაში ჩასართავად, სტუდენტებმა, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მოსაპოვებლად მერიაში უნდა წარმოადგინონ:
განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული.
საბანკო ანგარიშის ნომერი.
პროგრამის ბენეფიციარები არიან, აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2023-2024 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები.
წარმატებული სტუდენტი ჯილდოდ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამიდან“ ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარს მიიღებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე – ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის
ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე.
პროგრამის განმახორციელებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.