- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა გაძლიერების პროექტის, “ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“, ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მოადგილე გიგა ჯვარელია, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სათემო ფონდი ნეფა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად მუშაობს ქალთა გაძლიერების პროექტით „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“. პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.
საპრეზენტაციო შეხვედრაზე შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 2024 წელს სათემო ფონდი ნეფა პროექტით დაგეგმილ საქმიანობებს განახორციელებს აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ ქალებთან.
პროექტი მიზნად ისახავს ფერმერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბებას, ტრენინგებისა და უნარების გაძლიერებით მათ განვითარებას.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს