- აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნისა და ტყვირის შიდასამიმოსვლო საავტომობილო გზაზე, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდთან, სადაც 40 მეტრი ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა და არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდი მუნიციპალიტეტის ცენტრთან 7 სოფელს აკავშირებს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია და სახნავ-სათესი ფართობები იტბორებოდა, საფრთხეს უქმნიდა, როგორც გზას, ასევე ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას.
“ასევე სოფელ წყემში, მდინარე ტეხურის ტოტსა და მდინარე აბაშის ტოტზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნული ხიდები მოსახლეობას სახნავ-სათეს სავარგულებთან და საძოვრებთან აკავშირებს.
მიმდინარე სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნული ინფრასტრუტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში ფინანსდება.
აბაშის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.”-ნათქვამია ინფორმაციაში.