- აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის შენობის გადახურვისა და სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის, სპორტ დარბაზისა და დამხმარე შენობის გადახურვის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 216 709 ლარი დაიხარჯება. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლები სრულად გადახურული იქნება.
ინფორმაციისთვის: სკოლების რეაბილიტაცია, პრემიერის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომდევნო წლებში ქვეყნის მასშტაბით მოხდება 80 ახალი სკოლის აშენება, 220 სკოლის სრული და დანარჩენის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.