- აბაშის მუნიციპალიტეტში, ჯორჯიკიას ქუჩაზე, სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის” სამსახურის ჩართულობით აღდგენითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას.